თუშეთიდან ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი დასრულებულია. სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტენტის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა.
ორი დღის განმავლობაში რვა რეისი განხორციელდა და თუშეთიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
„სამაშველო ოპერაცია გუშინ დაიწყო, თუმცა უამინდობის გამო გუშინ ვერ დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. ყველა მსურველი, ვისაც კი მთიდან დაბრუნების სურვილი ჰქონდა, გადმოყვანილია“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თუშეთისკენ მიმავალი გზის აღდგენითი სამუშაოები, უსაფრთხოების კუთხით სპეციალისტების დასკვნის შესაბამისად დაიწყება.