თურქული მედიის ინფორმაციით, წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება და მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაიმარჯვებს
თურქული მედიის ინფორმაციით, წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება და მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაიმარჯვებს

თურქული მედიის ინფორმაციით, წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, რომლებიც ოფიციალურად არ ქვეყნდება, საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება და მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაიმარჯვებს.

თურქული მედია წერს, რომ სოციოლოგიურმა კვლევამ ორი მთავარი საკითხი გამოავლინა: არჩევებში მაღალი აქტივობა იქნება და პრეზიდენტს პირველივე ტურში აირჩევენ. თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა 90 პროცენტს გადააჭარბებს.

თურქეთში არჩევნებში მონაწილეობის აქტივობა 85 პროცენტზე ქვემოთ არ ჩამოსულა.

ბოლო 15 დღემდე ხელისუფლებასთან დაახლოებული საზოგადოებრივი აზრის კომპანიები და ოპოზიციისთვის მომუშავე კვლევითი კომპანიები მეორე ტურს წინასწარმეტყველებდნენ.