თურქული მედიის ცნობით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის რუსეთის ტერიტორიის ალტერნატივად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბათუმის პორტი განიხილება
ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის რუსეთის ტერიტორიის ალტერნატივად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბათუმის პორტი განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის მედია ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნავთობის ექსპორტის შემდგომი დივერსიფიკაციის ფარგლებში რამდენიმე სხვა ალტერნატიული მარშრუტი მუშავდება. ერთი არის გემებზე ნავთობის მარაგის დატვირთვა კასპიის მანგისტაუს და ატირაუს პორტებიდან, შემდეგ კი მათი ტრანსპორტირება ბაქოს პორტში.
ყაზახეთის გეგმით, აზერბაიჯანიდან მიწოდება შესაძლებელია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით და ასევე ბათუმის და ნეკას (ირანი) პორტებით.