თურქული მედიის ცნობით, სტამბულში გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
გასულ ღამეს სტამბულში გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქირქლარერის პროვინციაშია, სადაც ამ დრომდე ეძებენ ოთხ მოქალაქეს.
ქვეყნის უდიდეს ქალაქში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა. სტამბულის გუბერნატორმა, დავუთ გულუმ განაცხადა, რომ ხელისუფლება წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დროებით თავშესაფრებში განათავსებს.
სინოპტიკოსები ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში კვლავ ნალექს ვარაუდობენ და მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობისa და ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებენ.