თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შესაძლოა, რუსეთში ჩავიდეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შესაძლოა, რუსეთში ჩავიდეს ვლადიმერ პუტინთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების განსახილველად. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ პუტინის ვიზიტი თურქეთში, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა თურქულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ის გაურკვეველი ვადით, სულ მცირე, სექტემბრამდე გადაიდება.
როგორც თურქული მედია იტყობინება, რუსეთში ერდოღანის შესაძლო ვიზიტს „მაცვლეულის შეთანხმებისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თურქეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტის თარიღის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.