თურქული მედია - ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, კიდევ ერთი შანსი მისცეს უკრაინასთან მოლაპარაკებებს
თურქული მედია - ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, კიდევ ერთი შანსი მისცეს უკრაინასთან მოლაპარაკებებს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ინფორმაციას თურქული მედია კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დირექტორატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, შეასრულოს შუამავლის როლი უკრაინაში ომის დასასრულებლად და რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, მისცეს კიდევ ერთი შანსი უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვას.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა ცოტა ხნის წინ, რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის და მარცვეულის შეთანხმების წარმატებით მიმდინარეობის შესახებ.

ამავდროულად, როგორც მედია წერს, ერდოღანმა საუბრისას განაცხადა, რომ „რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა და აღნიშნა, რომ რუსეთისგან ელოდება ნაბიჯებს, განსაკუთრებით დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით“.