თურქული მედია - ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ანკარაში, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გადაიდება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ანკარაში, სავარაუდოდ, გაურკვეველი ვადით, სულ მცირე, სექტემბრამდე გადაიდება.
როგორც თურქული მედია იტყობინება, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სექტემბერში ის პუტინთან შეხვედრას ელოდება, რათა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილონ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მომავალი.
„სექტემბერში არის „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა ინდოეთში და გაერო-ს გენერალური ასამბლეა აშშ-ში. ამ დატვირთულ გარემოში შესაძლებლობას თუ ვიპოვით, პირისპირ შევხვდებით და ვისაუბრებთ პუტინთან“, – განაცხადა ერდოღანმა მედიასთან საუბრისას, თუმცა მას არ დაუსახელებლია შეხვედრის პოტენციური ადგილი.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი ანკარაში პირადად ჩასულიყო, რაც აგვისტოს ბოლოს იყო მოსალოდნელი.