თურქული მედია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს ეხმაურება
თურქული მედია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს ეხმაურება

თურქული მედია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს ეხმაურება.

როგორც გამოცემა „ჰაბერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ცერემონიით დახვდება.

„პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერდოღანი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად სადილი გაიმართება“, – აღნიშნულია „ჰაბერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.