თურქული მედია - საქართველომ თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა და სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფებს აგზავნის
თურქული მედია - საქართველომ თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა და სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფებს აგზავნის

თურქული გამოცემები, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან 60 მახანძრე-მაშველის სტიქიის ზონაში გამგზავრების შესახებ წერენ.

„საქართველომ თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა და სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფებს აგზავნის. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, პრემიერ-მინისტრis, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 60 მეხანძრე-მაშველი თურქეთში, სტიქიის ადგილზე უკვე გაემგზავრა. ისინი სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვებიან“, – წერს თურქული პრესა.

თურქული მედიასაშუალებები ასევე წერენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოხმაურების შესახებ, სადაც ის უდიდეს თანაგრძნობას გამოხატავს თურქი ხალხის მიმართ.

„ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით და მზად არის, აღმოუჩინოს მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება“, – წერს თურქული მედია.

6 თებერვალს, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ.