თურქული მედიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს
თურქეთის სახელმწიფო სააგენტოს, „ანადოლუს“ და ოპოზიციური სააგენტოს, „ანკას“ განახლებული მონაცემებით, საპრეზიდენტო აჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.
„ანადოლუს“ ცნობით, ერდოღანს – 52.93 პროცენტი, ხოლო ოპოზიციის კანდიდატს, ქილიჩდაროღლუს 47,07 პროცენტი აქვს.
ოპოზიციური სააგენტოს, „ანკას“ მონაცემებით, ერდოღანს – 50,65%, ხოლო ქილიჩდაროღლუს – 49, 35 პროცენტი აქვს. როგორც თურქეთიდან საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება, ორივე სააგენტოს მონაცემები ამჟამად გახსნილი საარჩევნო ყუთების 85%-ის მონაცემებს ეყრდნობა.
ამასთან, „ჰაბერთურქის“ მონაცემებითაც, წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.