თურქული მედია - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონში კრიზისის მშვიდობიანი გზით დასრულება აუცილებელია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონში კრიზისის მშვიდობიანი გზით დასრულება აუცილებელია. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, ერდოღანმა მწუხარება გამოთქვა მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის დროს ასობით ადამიანის დაღუპვის გამო.
თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ თურქეთი მზად არის, რუსეთთან განავითაროს თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში.