თურქული მედია - ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, – იუწყება ადგილობრივი მედია.
თურქული მედიის ცნობით, ჯ. ხ. სტამბოლში, შიშლის რაიონში ცხოვრობდა.
გამოძიების ინფორმაციით, მან დაურეგისტრირებელი იარაღიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე ო. ა. და შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა წყვილს შორის კამათი, რომლის მიზეზის დადგენს ვერ მოხერხდა.
თვითმხილველების ცნობით, მომხდარის დროს სახლში ქართველის ქალის ქალიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც გასროლის ხმაზე დედის ოთახში შევიდა.
ადგილზე მისულ პოლიციას ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ქალიშვილი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.