თურქული მედია - ერბილში თურქეთის ვიცე-კონსულზე თავადასხმის ორგანიზატორები სპეცოპერაციის დროს მოკლეს
ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში თურქეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად თურქეთის ვიცე-კონსულზე თავდასხმის ორგანიზატორები მოკლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია „ჰაბერთურქი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, სპეცოპერაცია თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა და შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივად ჩაატარეს.
ოპერაციის ფარგლებში ორი ავიადარტყმა განხორციელდა, ერთი თავდასხმიდან მეორე დღესვე, მეორე კი 24 ივლისს.
ერბილში თურქეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომლებზე თავდასხმა 17 ივლისს მოხდა. დიპლომატებს ერთ-ერთ რესტორანში სადილის დროს გაუხსნეს ცეცხლი. თავდასხმას ერაყის ქურთისტანში თურქეთის ვიცე-კონსული ემსხვერპლა.