თურქული მედია - ბოლო 70 წლის განმავლობაში, ანტალიაში სექტემბერი ყველაზე ცხელი თვე აღმოჩნდა
ბოლო 70 წლის განმავლობაში, თურქეთის ქალაქ ანტალიაში სექტემბერი ყველაზე ცხელი თვე აღმოჩნდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სექტემბერში ანტალიაში 35 გრადუსი ცელსიუსი ფიქსირდებოდა. ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ჰაერის ტემპერატურა 10-12 გრადუსით მაღალი იყო.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა მომდევნო კვირიდან დაიკლებს.