თურქული მედია - ანკარა ერაყის ქალაქ სინჯარში სამხედრო ოპერაციას „ტიგროსის ფარი“ გეგმავს
ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის ახალი სამხედრო ოპერაციის სახელწოდება „ტიგროსის ფარი“ იქნება.
თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას ერაყის ქალაქ სინჯარში გეგმავს.
ოპერაციის დაწყების ზუსტი დრო არ სეხელდება. თურქეთის სამხედრო ავიაცია ქურთების პოზიციებს ერაყში უკვე რამდენიმე დღეა ბომბავს.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ერაყის ხელისუფლება სათანადო ზომებს არ მიიღებს, თურქეთის შეიარაღებული ძალები სინჯარში შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოულოდნელად შევიდეს.
თურქეთსა და „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ შორის დაპირისპირება 30 წელზე მეტია გრძელდება, რასაც 50 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორგანიზაციას დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურს, თურქეთი კი მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.