თურქულ დაწესებულებებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გერმანიის შსს განცხადებას ავრცელებს
გერმანიაში არსებულ თურქულ დაწესებულებებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გერმანიის უსაფრთხოების სააგენტოები მობილიზებული არიან მას შემდეგ, რაც გასულ უქმეებზე თურქეთის დაქვემდებარებაში არსებულ მეჩეთებში ხანძრის გაჩენის შემთხვევები დაფიქსირდა და დუსელდორფში, ჰამბურგსა და სხვა ქალაქებში, აფრინის რეგიონში თურქეთის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები მოეწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან.