თურქმა სამართალდამცველებმა ქურთ მებრძოლებთან კავშირში მყოფი 110 პირი დააკავეს
თურქმა სამართალდამცველებმა ქურთ მებრძოლებთან კავშირში მყოფი 110 პირი დააკავეს, მათ შორის ადვოკატები, ჟურნალისტები და ხელოვანებიც არიან. რეიდების სერია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიარბაქირში 186 ლოკაციაზე განხორციელდა.
ქალაქის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 216 ადამიანის დაკავების ორდერია გაცემული.
სახალხო დემოკრატიული პარტიის დეპუტატის, თაიფ თემელის განცხადებით, დაკავებულთა შორის მისი პარტიის წევრებიც არიან.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში 14 მაისს საყოველთაო არჩევნებია დაგეგმილი.