თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში საქართველოს მოქალაქე იპოვეს.
თურქული გამოცემა sanalbasin-ის ცნობით, კანონდამრღვევი 22 წლის გოგოა, რომელსაც თურქეთში შესვლის უფლება შეზღუდული ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ქალბატონს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეხმარებოდა.
თურქული მედია სარფის საბაჟოზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.
მსგავსი შემთხვევა საქართველო-თურქეთის საზღვარზე თებერვალშიც დაფიქსირდა.
სექტემბერში კი რუსი ქალბატონი თურქეთიდან საქართველოში მოხვედრას, თურქეთში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ცდილობდა.