„თურქიშ ეარლაინსის“ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც ლონდონიდან სინგაპურში ჩაფრინდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსის“ ერთ-ერთ მგზავრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
დაინფიცირებული საფრანგეთის მოქალაქეა, რომელიც ავიაკომპანიის თვითმფრინავით ლონდონიდან სინგაპურის მიმართულებით მიფრინავდა.
აღნიშნული შემთხვევის გამო ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავი სტამბოლში მგზავრების გარეშე დაბრუნდა. ეკიპაჟის წევრები კი, უსაფრთხოების მიზნით 14 დღის განმავლობაში კარანტინში მოთავსდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე სულ 143 მგზავრი, პილოტი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.