თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ვანის პროვინციაში ზვავი ჩამოწვა.
გამოცემა „ჰურიეთის“ ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, კიდევ ორ პირს კი მაშველები ეძებენ.
როგორც პროვინციის გუბერნატორმა მეჰმეთ ემინ ბილმეზმა განაცხადა, სამაშველო ოპერაციის დროს შვიდი ადამიანი გადაარჩინეს.
ზვავი ბაჰჩესარაის რაიონში, ბაჰჩესარაი-ვანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ჩამოწვა.
წამოსულმა თოვლმა მოიყოლა მიკროავტობუსი და თოვლსაწმენდი მანქანა.