თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა.
თურქეთის მასშტაბით სულ 180 065 საარჩევნო უბანია რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 56 322 632 ადამიანს აქვს.
ამომრჩევლებს ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე შეეძლებათ. არჩევნებში 6 საპრეზიდენტო კანდიდატი და 8 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. თურქეთის ისტორიაში პირველად, პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ალიანსების ფორმირებით აქვთ.
პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში მოსახვედრად 10%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საარჩევნო საბჭო პირველ რიგში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დათვლის.
7-19 ივნისის განმავლობაში, საკუთარი პოზიცია უკვე გამოხატა თურქეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრებმა თურქეთის 1,5 მილიონმა მოქალაქემ.