თურქეთში უკრაინის ელჩის ინფორმაციით, უკრაინამ თურქეთს სთხოვა, დახუროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის
თურქეთში უკრაინის ელჩის ინფორმაციით, უკრაინამ თურქეთს სთხოვა, დახუროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის

უკრაინამ თურქეთს სთხოვა, დახუროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის. თურქეთში უკრაინის ელჩის, ვასილ ბოდნარის განცხადებით, უკრაინამ თურქეთის ხელისუფლებას შესაბამისი მოთხოვნა უკვე გადასცა.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, კიევს ასევე სურს, რომ თურქეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

მიმდინარე თვის დასაწყისში შავ ზღვაში ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით ექვსი სამხედრო გემი შევიდა. 1936 წლის პაქტით, ანკარას აქვს კონტროლი სრუტეებზე და შეუძლია, შეზღუდოს სამხედრო გემების გადასასვლელი ომის დროს ან საფრთხის შემთხვევაში.

„როიტერი“ წერს, რომ თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება, მაგრამ თურქეთი ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას სირიასა და ლიბიაში, ყირიმის ანექსიას 2014 წელს და 2008 წელს საქართველოს ორი რეგიონის აღიარებას.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.