თურქეთში ტყის ხანძრის გამო იზმირის აეროპორტი დაიხურა, ავიაკომპანიები ფრენებს ახლომდებარე ქალაქებში ასრულებენ
თურქეთში ტყის ხანძრის გამო იზმირის აეროპორტი დაიხურა, ავიაკომპანიები ფრენებს ახლომდებარე ქალაქებში ასრულებენ, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ავიაკომპანია „პეგასუსის“ ცნობით, იზმირის აეროპორტის დახურვის გამო ავიაკომპანია ფრენებს ბოდრუმის აეროპორტიდან ასრულებს.
მედიის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი თვითმფრინავი, 16 შვეულმფრენი და 35 სახანძრო მანქანა მონაწილეობს.