თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სამ პროვინციაში ტყის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სალიკვიდაციო სამუშაოებში 14 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი და 265 სახმელეთო მანქანა, ასევე სატყეო მეურნეობის 1400 პერსონალია ჩართული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად დაზიანებულია დაახლოებით 100 ჰექტარი მიწის ფართობი, სამი სოფლიდან კი მოსახლეობაა ევაკუირებული.