თურქეთში ტურისტულ სეზონზე თოვლი მოვიდა. უხვი ნალექი ყარსის პროვინციაში დაფიქსირდა.
სტიქიის გამო, საგზაო მოძრაობა რამდენიმე საათით შეწყდა. ტურისტები კურორტებზე მოხვედრას ვერ ახერხებდნენ. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ყარსის პროვინციაში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე საათით +7 გრადუსამდე დაეცა.
ანომალური მოვლენის მთავარ მიზეზად სინოპტიკოსებმა ცივი ჰაერის მასების გადაადგილება დაასახელეს.