თურქეთში, შავიზღვისპირა ქალაქ თერმეში ხიდის ჩანგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა [ვიდეო]
თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შავიზღვისპირა ქალაქ თერმეში ხიდის ჩანგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. კადრებში ჩანს, რომ ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც მასზე ფეხით ორი ადამიანი გადადიოდა. ხიდის ნანგრევებში ასევე მოჰყვა ერთი ავტომობილი.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ხიდის ჩანგრევა, სავარაუდოდ, ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც ქალაქში ბოლო რამდენიმე დღე გრძელდებოდა.