თურქეთში სასტუმროს ნავმისადგომის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
თურქეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე აიდინის პროვინციაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნავმისადგომი ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად, ორი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Hurriyet Daily ავრცელებს.
რამდენიმე ადამიანი ბეტონის ნავმისადგომზე იმყოფებოდა, როდესაც ის მოულოდნელად ჩამოინგრა.
მაშველებმა წყლიდან რვა ადამიანი ამოიყვანეს. ორი დაშავებული ახლომდებარე საავდმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. თურქული მედიის ინფორმაციით, ნავმისადგომი უკანონოდ აშენდა.