თურქეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, თურქეთში, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე სტუდენტთა მისაღებად საჭირო ნებართვა გაიცა
თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე სტუდენტთა მისაღებად საჭირო ნებართვა გაიცა.
„მსურს, გაგიზიაროთ მორიგი სასიხარულო ინფორმაცია. საქართველოს საელჩოსა და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ერთობლივი ძალისხმევით, თურქეთის ქ. ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე სტუდენტთა მისაღებად საჭირო ნებართვა გაიცა. შესაბამისად, მიმდინარე წლიდან აღნიშნული უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებას მიეცემა საშუალება, სრულად აითვისოს თურქეთის შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილი კვოტა, რაც რამდენიმე ათეული პირველკურსელის მიღებას გულისხმობს.
წარმატებებს ვუსურვებ ზემოხსენებული უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებსა და მომავალ სტუდენტებს!“ – აღნიშნულია გიორგი ჯანჯღავას გვერდზე „ფეისბუქში“.