თურქეთში საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს
თურქეთში საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

თურქეთში საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც მიგრანტების არალეგალურ გადაყვანაში არიან ეჭვმიტანილები.

თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ეგეოსის ზღვაში არალეგალების უკანონო გადაყვანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა YeniSafak-ი ავრცელებს.

სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 45 მიგრანტი დააკავეს. ისინი საბერძნეთის კუნძულებამდე მიღწევას ცდილობდნენ.

ორ რეზინის ნავში მყოფი 22 მიგრანტი ბოდრუმის სანაპიროსთან აღმოაჩინეს. ისინი ბოდრუმში ჩაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო ცენტრში შემოწმება გაიარეს.
ამას გარდა, თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა დააკავა ფეთჰიეს ყურეში 23 მიგრანტი, რომელიც მართლმსაჯულებას გაურბოდა. დაკავებულებს შორის 22 სირიელი და ერთი პალესტინელია.