თურქეთში სამუშაოდ წასვლის ნებართვა საქართველის 2000-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე მიიღო
თურქეთში სამუშაოდ წასვლის ნებართვა საქართველის 2000-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე მიიღო. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს, რომ შესაბამისი მოწვევის მქონე მოქალაქეებმა ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვით მოახერხონ სამუშაოდ წასვლა.
„დღეის მდგომარეობით 2000-ზე მეტმა პირმა მიიღო მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლის ნებართვა, ამავე დროს, ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, კომუნიკაციას მოქალაქეებთან, რომ შესაბამისი მოწვევის წარმოდგენის შემთხვევაში, არავის შეექმნას დაბრკოლება მათი კონკრეტული მიზნებისა და საქმიანობის განხორციელებაში და ასევე, საზღვრის კვეთა მოხერხდეს მინიმალური ბარიერებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.