თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო მდია ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადდა. მას შემდეგ ის შვიდჯერ გახანგრძლივდა და ჯამში ორ წელს გაგრძელდა.
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში თურქეთში 160 ათასამდე ადამიანი დააკავეს, მათგან 50 ათასს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს და პატიმრობა შეუფარდეს. 160 ათამდე საჯარო მოხელე კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასევე დაიხურა 150-ზე მეტი მედიასაშუალება, 1400 არასამთავრობო ორგანიზაცია და 15 უნივერსიტეტი.
თურქეთში საგანგებო მდგომარეობა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი თვის თავზე გაუქმდა. არჩევნების შედეგად თურქეთი მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადავიდა, რითაც რეჯეფ ტაიპ ერდოღანის უფლებამოსილება გაფართოვდა.