თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 17 ივლისს მოიხსნება. თურქული მედიის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ტერორიზმთან ბრძოლის ახალი კანონი იქნება მიღებული.
ახალ კანონზე თურქეთის პარლამენტი სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 2016 წლის 16 ივლისს, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღეს.
არეულობას მაშინ 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ორი ათასზე მეტი კი დაშავდა. მიმდინარე წლის იანვარში თურქეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა მეექვსედ გაახანგრძლივა.