თურქეთში საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქებისას ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 20 კი დაშავდა
თურქეთში საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქებისას ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, აფეთქება თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ჰაქიარის პროვინციაში მოხდა. აღნიშნული რეგიონი ერაყისა და ირანის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.