თურქეთში ქალზე ძალადობასა და ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
თურქეთში ქალზე ძალადობასა და ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
პოლიციის ცნობით, ბრალდებულები 1-ელ აგვისტოს, ანტალიაში მდებარე ერთ-ერთი სახლის მეპატრონეს დაესხნენ თავს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქალს, კერძოდ, ხელ-ფეხი შეუკრეს და სცემეს. შემდეგ კი ძალადობის მუქარით მისი სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღეს.
სამართალდამცველებმა სულ სამი ადამიანი დააკავეს. საქართველოს ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე, რომელიც ასევე მკვლელობაში ეჭვმიტანილი აღმოჩნდა.
დაპატიმრებული 40 წლის დ.გ., 46 წლის გ.ს. და 39 წლის მ.ჩ. წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
პოლიციაში მიყვანის დროს, ეჭვმიტანილებს მათი მსხვერპლი და მისი ნათესავები დახვდნენ და ანგარიშსწორება სცადეს. ისინი პოლიციამ შეაჩერა.