თურქეთში, ქალაქ ტუზლას გემთმშენებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა
თურქეთში, ქალაქ ტუზლას გემთმშენებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

სტამბოლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ტუზლაში, გემთმშენებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გემზე მომუშვე ერთი მუშა დაიღუპა, მეორე კი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობს.

მედიის ცნობით, აფეთქება, სავარაუდოდ, მუშაობის დროს გემის ნარჩენების საცავში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია, სახანძრო და სამედიცინო ბრიგადებია მობილიზებული.

პოლიციამ აფეთქების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.