თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ
თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ. ამასთან, მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით, ადგილზე გაემგზავრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.
ავტოავარიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.