თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა
თურქეთში, გაზიანთეფში მომხდარი ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ავტოკატასტროფა თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის გზატკეცილზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის ავტომაგისტრალზე ავტობუსი ჯერ გაჩერებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი სახანძრო მანქანასა და საინფორმაციო სააგენტო იჰლასის მანქანას.
დაღუპულთა შორის არიან მედიკოსები, მეხანძრეები და ჟურნალისტები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.