თურქეთის პარლამენტმა პროქურთული პარტიის წევრ ორ კანონმდებელს დეპუტატის მანდატი გაუუქმა. მიზეზად მათ მიერ ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფა და მებრძოლის ფოტოს ინტერნეტით გაზიარება სახელდება, რომელიც სირიაში ქურთული მილიციის მხარდამხარ იბრძოდა.
ამ ცვლილებამ კიდევ უფრო შეამცირა დემოკრატიული ხალხის პარტიის საპარლამენტო გავლენა, რომელიც სიდიდით მეორე ოპოზიციური პარტიაა. მათ არჩევნებით პარლამენტში 59 ადგილი მოიპოვეს, ამ დროისთვის კი მხოლოდ 50 ადგილის მფლობელები არიან. ამას ემატება პარტიის წევრი კიდევ 9 დეპუტატი, რომლებიც ამ დროისთვის დაკავებულები არიან და სავარაუდოდ, მათაც სტატუსის ჩამორთმევა ელოდებათ.
ორი პარლამენტარისთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების გადაწყვეტილება სასამართლო პროცესზე მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მათ ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.