მქადაგებელ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში პოლიციის 129 ყოფილი თანამშრომლის დაკავების ორდერი გაიცა.
თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ერთდროულად 21 პროვინციაში მიმდინარეობს და 60 ადამიანი უკვე დააკავეს.
თურქული მედია წერს, რომ 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობისას გიულენის ორგანიზაციის წევრები მობილურ აპლიკაცია ByLock-ს იყენებდნენ.
თურქეთის ხელისუფლება გიულენის ორგანიზაციას სახელმწიფო გადატრიალების მომზადებასა და განხორციელების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გიულენი გადატრიალებას თურქეთის სახელმწიფო ინსტიტუტების, ჯარის, პოლიციისა და სასამართლოს ინფილტრაციის გზით ცდილობდა.