თურქეთში პოლიციამ შრომის დღესთან დაკავშირებულ დემონსტრაციაზე 80-ზე მეტი მონაწილე დააკავა
თურქეთში პოლიციამ შრომის დღესთან დაკავშირებით გამართულ დემონსტრაციაზე 80-ზე მეტი მონაწილე დააკავა.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია „ენ-ტი-ვი“ ავრცელებს ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები სტამბოლის ბეშიქტაშის რაიონში დააკავეს.
ხელისუფლების მხრიდან დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, მანიფესტანტები მსვლელობის გამართვას ტაქსიმის მოედანზე გეგმავდნენ.