თურქეთში, ოსმანგაზის უნივერსიტეტში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში, ოსმანგაზის უნივერსიტეტში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირის უნივერსიტეტში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაღუპული არიან ოსმანგაზის უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე, ფაკულტეტის მდივანი, ლექტორი და ადმინისტრაციის წევრი.

თავდამსხმელი უნივერსიტეტის მკვლევარია, რომელიც პოლიციამ დააკავა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, მკვლევარი სახელად ვოლკანი, დეკანის კაბინეტში შევიდა და ცეცხლი გახსნა. თავად დეკანი სროლის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა.

ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელმა უნივერსიტეტის შენობა დატოვა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.