თურქეთში ოპოზიციამ პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი დაასახელა. როგორც „როიტერი“ წერს, შეთანხმების მიხედვით, 14 მაისს დაგეგმილ არჩევნებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქემალ კილიჩდაროღლუ დაუპირისპირდება.
74 წლის კილიჩდაროღლუ თურქეთში სიდიდით მეორე, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერია. მის კანდიდატურას ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა მხარი.
როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, გამარჯვების შემთხვევაში ისინი აპირებენ, შეცვალონ ის პოლიტიკა, რომლესაც ერდოღანი საგარეო და ეკონომიკურ სფეროში ატარებდა.