თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საქართველოს ელჩი ინფორმაციას ავრცელებს
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
ელჩი თურქეთის იმ ქალაქების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებშიც საკარანტინო რეჟიმია შემოღებული.
„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის შემდეგ 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი, ართვინი, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, გირესუნი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.