თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში 15 ადამიანი დააკავეს, რომლებიც შრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მსვლელობის მოწყობას ცდილობდნენ.
დაკავებულთა შორის მსხვილი პროფკავშირების ლიდერებიც არიან. პოლიციამ ისინი ტაქსიმის მოედანზე აიყვანა. სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დემონსტრაციის მონაწილეები მალევე გაათავისუფლეს.
თურქეთში საგანგებო ზომები ქვეყნის 31 პროვინციაში მოქმედებს. ამ დროისთვის თურქეთს 120 ათასზე მეტი ინფიცირებული და 3 174 გარდაცვლილი ჰყავს.