თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ექიმების ინფორმაციით, 35 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არაა.
5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადიამანის პროვინციაში, სამსატის რაიონში დილით მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.