თურქეთში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში მდებარე ადიამანის პროვინციაში მდებარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. მათ თავად მიმართეს საავადმყოფოებს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულები არ არიან. თუმცა, ბინალი ილდირიმის თქმით, დაზიანდა რამდენიმე შენობა.

თურქულმა ტელევიზიამ მომხდარის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც ჩანს რომ სახლები ნაწილი ნახევრად დანგრეულია.

საგანგებო სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამე ატარებდნენ. სეისმოლოგების თქმით, თურქეთში რამდენიმე განმეორებითი ბიძგიც დაფიქსირდა.