თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 020-ს მიაღწია, სირიაში კი 5 800-ს გადააჭარბა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 020-ს მიაღწია, სირიაში კი 5 800-ს გადააჭარბა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვი 41 020-მდე გაიზარდა. მიწისძვრის ზონებში, პოლიციის, ჟანდარმერიის, სასწრაფო დახმარების, ადგილობრივი უსაფრთხოებისა და დამხმარე ჯგუფების, მოხალისეებისა და საველე პერსონალის ჩათვლით, სულ 245 ათას 198 ადამიანი იმყოფება.

თურქული მედიის ცნობით, სტიქიის ზონაში 200 000-ზე მეტი კარავი აღმართეს, რომლებიც მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში სამინისტროებმა და ორგანიზაციებმა, სხვადასხვა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაგზავნეს. თურქეთის ხელისუფლება სამაშველო ოპერაციას კაჰრამანმარაშისა და ჰათაის პროვინციებში გააგრძელებს.

თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 6 000-ზე მეტი მომყოლი ბიძგი შენიშნეს. თურქეთს და სირიაში მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვი 46 000-ს აჭარბებს. სირიაში მთავრობის და ამბოხებული ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ რაიონებში 5 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. არც თურქეთს და არც სირიას არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი ადამიანი მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.