თურქეთში „კოვიდ-19“-ის 14 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 67 პაციენტი გარდაიცვალა
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 14 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 67 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსისგან 9 193 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, კრიტიკულ მდგომარეობაში 1 309 პაციენტი იმყოფება.
გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ტესტი 145 130 ადამიანს ჩაუტარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2,82 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის,
2,64 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 227 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა სულ მცირე 7 მილიონ ადამიანს გაუკეთდა, ორივე დოზა კი 2.63 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. თურქეთში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი 14 იანვრიდან დაიწყო.