თურქეთში „კოვიდ-19“-ის 13 600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 13 600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 13 600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 282 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 2 983 კოვიდინფიცირებლული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში ვირუსის 5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 43 311 ადამიანი.

თურქეთში 14 მილიონზე მეტ ადამიანს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა, ხოლო 10 მილიონ ადამიანს კი ორივე დოზა აქვს გაკეთებული.