თურქეთში კორონავირუსით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში კორონავირუსით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3 336-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 78 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოვლენილია ინფიცირების 1983 ახალი შემთხვევა, რითაც ინფიცირებულთა საერთო ოდენობა ქვეყანაში 124 375-ს აღწევს.

მათგან თითქმის 60 ათასამდე პაციენტმა უკვე განკურნება შეძლო.